ძვირი სასწავლო წელი


 თამარ თოთაძეახალციხე
სკოლებმა სახელმძღვანელოები უკვე აირჩიეს. რა ჯდება ერთი კლასის სახლემძღვანელოების სრული კომპლექტი?

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საკანცელარიო მაღაზიებში, სადაც სასკოლო წიგნები იყიდება, მყიდველთა რაოდენობამ მოიმატა. მშობლები სახელმძღვანელოების სრული კომპლექტის შეძენას ცდილობენ. მათი თქმით, ერთი კლასის წიგნებისთვის სულ ცოტა, ასი ლარია საჭირო.

სასკოლო სახელმძღვანელოები თითქმის ყოველ წელს იცვლება. ამიტომ, მშობლებს ყოველ წელს ახალი წიგნების ყიდვა უწევთ. შესაბამისად, მოსწავლეები დების, ძმების ან ახლობელ-ნათესავების სახელმძღვანელოებით ვერ სარგებლობენ.

2011 საჯარო და კერძო სკოლებში პირველ საფეხურზე (პირველიდან მეექვსე კლასამდე) ახალდამტკიცებული სასწავლო გეგმა ამოქმედდა. გეგმის თანახმად, ამ კლასებში სახელმძღვანელოები შეიცვალა და ხუთი წლის განმავლობაში იგივე უნდა დარჩეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, მათი ფასი ათ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. საკანცელარიო მაღაზიებში განმარტავენ, რომ ათ ლარამდე მხოლოდ წიგნი ღირს, ამას ემატება წიგნზე დართული რვეულისა და დამატებითი სახელმძღვანელოს ღირებულებაც.  

პირველი კლასის მოსწავლეებმა წელს პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერი - ბუკი მიიღეს, რომელშიც სასწავლო პროგრამები და თამაშებია ჩატვირთული. თუმცა, პირველკლასელებს სახელმღძვანელოები მაინც სჭირდებათ. ახალციხის ერთ-ერთ საკანელარიო მაღაზიაში ამბობენ, რომ გარდა ინგლისური ენისა, რომელიც 18 ლარი ღირს, პირველი კლასის სახელმძღვანელოებისთვის ჯამში 50 ლარამდეა საჭირო.

მარტო ინგლისური ენა ღირს 18 ლარი. დანარჩენი წიგნების ფასი 8-10 ლარამდეა”, - განმარტავს საკანცელარიო მაღაზიის გამყიდველი და ამატებს, რომ მაღალი კლასის სახელმღძვანელოებისთვის 100-120 ლარია საჭირო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასკოლო ბაზრობები გაიხსნა. სასკოლო სახელმძღვანელოების აქციაშიჯიპისისსააფთიაქო ქსელიც ჩაერთო, სადაც მომხმარებელს წიგნების შეძენა ორი გზითპირდაპირი და ვაუჩერული სისტემით შეუძლია. ვაუჩერის გამოყენებისას მყიდველი აკეთებს განაცხადს საჭირო წიგნებზე, სანაცვლოდ იღებს ვაუჩერს და სამი დღის შემდეგ მთლიან კომპლექტს შეიძენს. ასეთი ფორმით სახელმძღვანელოების შეძენისას წიგნებზე 5-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს. თუმცა, ახალციხის სააფთიაქო ქსელში ამბობენ, რომ ადგილზე ჯერ მხოლოდ შეკვეთილი წიგნები აქვთ და პირდაპირი გაყიდვა ამ ეტაპზე არ ხდება.

მარინა ღვინიაშვილი ორი შვილის დედაა. მისი შვილები ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. სახელმძღვანელოები ჯერ არ შეუძენია, თუმცა, ვარაუდობს, რომ თითოეულ მათგანისთვის წიგნების საყიდლად ას ლარს მაინც დახარჯავს.

ავტორები ჩავიწერე, რომელ ბავშვს, რომელი სახელმძღვანელო სჭირდება  და ახლა ვაპირებ ყიდვას. ათ ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს, მაგრამ მარტო წიგნები არ არის საჭირო, რვეულები, სახატავები, ტესტები. გარდა ამისა, ორივე ბავშვი სასკოლოდ მოვამზადე, ამაზე კიდევ სხვა თანხა დამჭირდა, - ამბობს იგი და ამატებს, რომ წინა წლებთან შედარებით, სასკოლოდ ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა: ყველაფერს ფული უნდა, ჩანთა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ასე შემდეგ. კარგია სახელმძღვანელოები თუ აღარ შეიცვლება და პირველი შვილის წიგნები მეორესაც გამოადგება”.

მიმდინარე სასწავლო წელს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რვა მილიონი ლარი გამოყო, რომელითაც 800 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეიძინეს. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. წიგნები უფასოდ გადაეცემათ ასევე მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, რომელთა ოჯების ქულა 57 ათასის ქვემოთაა.

სახელმძღვანელოები მომავალ წელს სკოლის ბიბლიოთეკაში დარჩება და მას მომდევნო კლასის მოსწავლეები გამოიყენებენ. პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. თუმცა, რადგან სახელმძღვანელოები შეიცვალა, ყველა მათგანი გამოსადეგი აღარ არის.    საჯარო სკოლებში განმარტავენ, რომ შარშანდელი წიგნები იმ სკოლებს გადაეცემათ, რომლებმაც იმ კონკრეტული სახლემძღვანელოებზე გააკეთეს არჩევანი. 

ჩვენ თუ არ გამოგვადგება ის წიგნები რაც შარშან მივიღეთ, მაშინ სხვა სკოლას მივცემთ, ან ისინი მოგვცემენ იმ წიგნებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება მათ კი არა”, - ამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მეორე საფეხურის (მეშვიდედან მეთორმეტე კლასი)  მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო გეგმა 2012 წელს ამოქმედდება. შესაბამისად, მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოები მომავალი წლიდან შეიცვლება და ხუთი წლის განმავლობაში იგივე დარჩება.







8 comments:

  1. Hello, just wanted to mention, I enjoyed this post.
    It was inspiring. Keep on posting!

    Also visit my website: www.21plus.org

    ReplyDelete
  2. I want to to thank you for this fantastic read!
    ! I absolutely enjoyed every little bit of it. I have you book marked to check out new things
    you post…

    Take a look at my web page :: party poker bonus code uk

    ReplyDelete
  3. I like what you guys tend to be up too. This kind of clever
    work and coverage! Keep up the awesome works guys I've incorporated you guys to my own blogroll.

    Also visit my homepage - party poker bonus codes

    ReplyDelete
  4. I would like to thank you for the efforts you have put in penning this blog.

    I'm hoping to check out the same high-grade blog posts by you later on as well. In truth, your creative writing abilities has motivated me to get my own, personal site now ;)

    Here is my web blog: party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  5. If you desire to improve your knowledge just keep visiting this web
    site and be updated with the most recent news update posted here.



    Here is my site: party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  6. I'm not sure why but this blog is loading incredibly slow for me. Is anyone else having this problem or is it a issue on my end? I'll check back later
    on and see if the problem still exists.

    Here is my site partypoker bonus code july

    ReplyDelete
  7. Hello! I know this is kinda off topic nevertheless I'd figured I'd ask.
    Would you be interested in trading links or maybe guest writing a blog post or vice-versa?

    My website discusses a lot of the same topics as yours and
    I feel we could greatly benefit from each other. If you're interested feel free to shoot me an email. I look forward to hearing from you! Fantastic blog by the way!

    my page - http://fsp.fm/member/341037

    ReplyDelete
  8. Attractive section of content. I just stumbled
    upon your website and in accession capital to assert that I acquire actually enjoyed account
    your blog posts. Any way I will be subscribing to your
    feeds and even I achievement you access consistently fast.


    my web blog - casinos online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი