პერსონალური გამოფენა

4 მაისს ახალქალაქის კულტურის სახლში ახალგაზრდა მხატვრის სერგეი ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი


 გამოფენის ოფიციალური გახსნა 16:00 საათზე გაიმართა. ცერემონიას სხვადასხვა სფეროსა და ასაკის მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სერგეი ხაჩატურიანმა ახალქალაქის სამხატვრო სკოლა დაამთავრა. იგი 10 წლის ასაკიდან ხატავს. მისი ნახატები არაერთ გამოფენაზე მოხვდა, თუმცა, ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.

ასეთი გამოფენები ძალიან კარგია. ვაფასებ, მის გადაწყვეტილებას, პერსონალური გამოფენის გამართვას ცნობილი და დამსახურებული მხატვრებიც უფრთხიან”, - ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი კარლენ კარაპეტიანი.

28 წლის სერგეი ხაჩატურიანი მსოფლიოში ცნობილი სომეხი მხატვრის აივაზოვსკის მიბაძვას ცდილობს.

განსაკუთრებით ზღვის ხატვა მიყვარს. ჩემს ნახატებში უფრო მეტი სევდაა, რაც ჩემი განცდებიდან, რეალობიდან მოდის”, - ამბობს სერგეი ხაჩატურიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი