მსახიობი ბავშვები და სცენიდან დანახული დარბაზი

სასკოლო ფესტივალი მრავალმხრივი დატვირთვით

4 მაისს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პირველი სასკოლო ფესტივალი გაიხსნა. მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სკოლა მონაწილეობს.


თამუნა უჩიძეახალციხე
 ფესტივალი სოფელ კლდისა და ურავლის სკოლების მიერ ნაჩვენები წარმოდგენების - “ჭინჭრაქასადაკომბლეს” - ჩვენებით დაიწყო.


ძალიან ეროვნულები ხართ. ბავშვები ისეთი გულწრფელები, გახსნილები და მართლები იყვნენ რასაც თამაშობდნენ... გამაოცეს არაჩვეულებრივი ქართული ცეკვებითაც”, - ამბობს სასკოლო თეატრების ფესტივალის იდეის ავტორი მარინა მარჯანიშვილი.

ფესტივალზე 13 წარმოდგენა იქნება ნაჩვენები. ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები ორ-ორ სპექტაკლს წარმოადგენენ.

ფესტივალის მეორე დღეს მესხეთის თეატრის სცენა სოფელ წნისის საჯარო სკოლას დაეთმო. მათ ნოდარ დუმბაძისხაზარულადადგეს.

ორი თვე ვმუშაობდით წარმოდგენაზე, სპექტაკლი ბავშვებს პეადგოგებმა დავადგმევინეთ, თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილიც გვეხმარებოდა. მოწავლეები რეპეტიციებზე სიხარულით დადიოდნენ”, - აცხადებს წნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი დარეჯან კვერნაძე.

ბავშვებს წარმოდგენებზე მუშაობის პროცესი იმდენად მოეწონათ, რომ ფესტივალმა ზოგი მათგანი არტისტობაზეც დააფიქრა.   

მინდა კიდევ ბევრ სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა”, - გვითხრა წნისის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ ლევან ივანიძემ.

მისი თანაკლასელი ლუკა გოგოლაძე სპექტაკლში თეოფილე დუგლაძის როლს ასრულებს: მომწონს ჩემი გმირი, ადვილად ავითვისე როლიც, სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი და მიხარია, რომ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობ”.  

ფესტივალში ადგილები შემდეგი ნომინაციების მიხედვით გადანაწილდება: გრამპრი; პირველი, მეორე და მესამე ადგილი; ქალის, ვაჟის როლის საუკეთესო შემსრულებელი; ეპიზოდის საუკეთესო შემსრულებელი ქალი, ვაჟი; მაყურებლის სიმპატია; ფესტივალის აღმოჩენა; ყველაზე წარმატებული პატარა მსახიობი გოგონა, ვაჟი; საუკეთესო რეცენზია და საუკეთესო მაყურებელი.

ჩვენ არა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეების, არამედ მაყურებლის დამეგობრებაც გვინდა”, - აცხადებს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი და ამატებს, რომ მინიჭებული ნომინაციების შემდეგ, ფესტივალი სკოლებს შორის შუღლის, მტრობის და ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს.  

ფესტივალის მიმდინარეობას ხუთკაციანი ჟიური აფასებს:
სასკოლო თეატრების ფესტივალის დამფუძნებელი და პროგრამის ხელმძღვანელი მარინე მარჯანიშვილი, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ქეთევან თაბუნიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და მესხეთის თეატრის მსახიობი გალინა ხვიჩია, ახალგაზრდული ცენტრისვორლდ ვიჟენისწარმომადგენელი ნინო რუხაძე და ჟიურის თავმჯდომარე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სეხელმწიფო დრამატული თეატრის აღმასრულებელი დირექტორი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი.

სასკოლო ფესტივალის იდეა ქუთიასში დაიბადა და განხორციელდა კიდეც. ქუთაისის შემდეგ იდეის გამგრძელებელი პირველი მესხეთის თეატრი აღმოჩნდა.

1990-იან წლებში, ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, ქუთაისის თეატრმა მაყურებელი დაკარგა. გამოსავლის ძიება ზემოდან კი არა, ქვემოდან დავიწყეთ. აქედან გაჩნდა სასკოლო ფესტივალის გამართვის იდეაც, - გვიამბობს იდეის ავტორი მარინა მარჯანიშვილი და ამატებს, რომ ფესტივალის მიზანი იყო ბავშვები მოსულიყვენენ თეატრში და მხოლოდ დარბაზიდან კი არ ენახათ სცენა, არამედ პირიქით, სცენიდან ენახათ დარბაზი, თავადშემძვრალიყვნენ მსახიობის ტყავში”, რადგან ასე უკეთესად გაიგებდნენ რას ნიშნავს  ცოცხალი სიტყვა და რითი განსხვავდება ის ტელევიზორისა და კინოსგან, ან რატომ უნდა იყო წყნარად დარბაზშიგანა ცოტას ნიშნავს გემოვნებიანი მაყურებლის აღზდა და თუნდაც იმის ცოდნა, რომ როდესაც მსახიობი სცენაზე პაუზას აკეთებს, ტექსტი კი არ ავიწყდება, არამედ ამით მაყურებლის ყურადღების მობილიზება სურს”.

ლია სულუაშვილის თქმით, შესაძლოა ფესტივალმა, მომავალი ნიჭიერი მსახიობი, ან რეჟისორიც კი გამოვლინოს: ხომ შეიძლება რომელიმე ბავშვში ისეთი ნიჭი იმალებოდეს, რომ საქართველოს სიამაყე გაიზარდოს, როგორც დიდი ხელოვანი?! დიდ კორიფეებს თბილისი კი არა, ყოველთვის პერიფერიები ქმნიდა”.

მოსწავლეები სცენაზე წარმოსადგენი პიესისა და ჟანრის შერჩევისას შეზღუდულები არ არიან, თუმცა მარინა მარჯანიშვილი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ სასკოლო ფესტივალმა სწორედ სასკოლო თემებზე უნდა ისაუბროს: დღეს ახალგაზრდული და მით უფრო, სასკოლო თემატიკით ნებისმიერი ქართული თეატრის რეპარტუარი მწირია. ეს ფესტივალი, მხოლოდ ბავშვებისთვის, ან თეატრებისთვის კი არა, დრამატურგებისთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დროა დაიწეროს პიესები ისეთ თემებზე და საკითხებზე, რომლებიც მოზარდებისთვის აქტუალური სწორედ ამ პერიოდშია”.

მარჯანიშვილის განცხადებით დღეს უმეტეს ოჯახებში ბავშვებს ბებიები ზრდიან, დედა და მამა სამსახურით არიან დაკავებული, არადა ბავშვი თავისი ასაკით, გონებრივი მონაცემებითა და ფსიქოლოგიით დედასთანაა ახლოს და არა ბებიასთან. სკოლა ბუნებრივია ვერ ერთვება მათ სულიერ მდგომარეობაში, მანდატურებს კი ძირითადად სადამსჯელო ფუნქცია აქვთ. ამდენად, ბავშვები მარტო რჩებიან თავიანთ ემოციებთან: ხვალ და ზეგ ამ საკითხებზე პიესები ალბათ დაიწერება და დაიდგმება კიდეც”.

სასკოლო ფესტივალი 10 მაისს დასრულდება, მანამდე კი მაყურებელს დღეში ორი წარმოდგენის ნახვა შეეძლება.

სამომავლოდ ფესტივალი გაგრძელდება და მასში სავარაუდოდ სხვა რეგიონებიც ჩაერთვებიან. ფესტივალის მასშტაბების ზრდასთან ერთად შესაძლოა მასში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც ჩაერთონ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი