,,სოფლის დახმარების პროგრამა” გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის დახმარების პროგრამის'' ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა მთავარი პრობლემის – სასმელი და სარწყავი წყლის საკითხის მოგვარებას აპირებს. 

11 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაიწყო ოფიციალური კრებები მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრთა მონაწილეობით, რათა გადაწყდეს წელს ,,სოფლის დახმარების პროგრამით’’ გამოყოფილ თანხებს, თითოეული სოფელი რაში დახარჯავს.

,,ყოველდღიურად რამდენიმე სოფელს მოვინახულებთ. უკვე შედგენილია გრაფიკი, რომელ სოფელში რა დღეს ჩავალთ. მთელი თებერვალი ამ მიზანს მოხმარდება’’, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სპეციალისტი ვალოდია იაილოიანი.


წელს სახელმწიფომ ,,სოფლის დახმარების პროგრამის’’ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 889 309 ლარი გამოუყო. გასულ წელს ეს თანხა 891 570 ლარს შეადგენდა. ,,სოფლის დახმარების პროგრამა’’ უკვე მესამე წელია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება.

გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით გამოყოფილი თანხები, ძირითადად, წყალმომარაგების პრობლემებზე, სოფლების შიდა გზების რემონტზე, რიტუალური სახლების, კლუბებისა და სპორტული დარბაზების რემონტსა და წყალსაცავების მშენებლობაზე დაიხარჯა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, სოფლებში არის დაუმთავრებელი სამუშაოები, რომელთა დასრულებასაც შარშანდელი თანხები არ ეყო და ისინი წელს უნდა გაგრძელდეს.

მართალია, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა პირველ ადგილას რჩება, მხოლოდ რამდენიმე სოფელი ბედავს წელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან შეჭიდებას, რადგან ესმით, რომ მარტო ამ ფულით წელსაც ვერაფერს მოახერხებენ.

სოფელ მაჯადიასთვის 21 930 ლარია გამოყოფილი.

,,გასულ წელს გამოყოფილი ფულით გავარემონტეთ ქორწინების სახლი, კანცელარია და ოთახი, რათა ზამთარში ადამიანებს შეკრებისა და ჭადრაკის თამაშისთვის ადგილი ჰქონოდათ, ასევე, საქონლისთვის წყალსაცავი ავაშენეთ. წელს კი სარწყავი წყლის ხაზის რემონტზე შევთანხმდით. თუ ამ თანხით ხაზის ნაწილს მაინც მოვაწესრიგებთ, კარგი იქნება, დანარჩენს მომავალ წელს მივხედავთ’’, - ამბობს სოფელ მაჯადიას რწმუნებული სურიკ ოვაკანიანი.

სოფელი დილისკა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელია და შესაბამისად, ყველაზე მეტი თანხა – 38 801 ლარი მას ერგო.

,,გასულ წელს გზები გავარემონტეთ და სპორტსკოლისთვის სპორტული ტანსაცმელი შევიძინეთ. ძალიან გვაწუხებს წყლის პრობლემა, მაგრამ ეს იმხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ვიცით, ფული არ გვეყოფა. ამ საკითხის მოგვარებას, ალბათ, დაახლოებით მილიონი ლარი დასჭირდება. საბოლოო კრება ჯერ არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ალბათ კლუბსა და გზებს გავარემონტებთ’’, - ამბობს სოფელ დილისკას რწმუნებული მარტინ გაბრელიანი.

სოფელ არაგვას მცხოვრებლები განწყობილნი არიან, რომ გამოყოფილი თანხით საბოლოოდ გადაწყვიტონ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა. გასულ წელს მათ გზა გაარემონტეს. წელს კი სოფელ არაგვას 14 923 ლარი აქვს გამოყოფილი. სოფლის რწმუნებულის გაზაროს უნანიანის თქმით, ეს თანხა საკმარისი არ იქნება და შესაძლოა, დარჩენილი ხარჯები ერთობლივად სოფელმა დაფაროს.

სოფელ ხოსპიოში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება უნდათ. სოფლისთვის 18 000 ლარია განკუთვნილი. სოფლის მკვიდრები წყალს ჭიდან იღებენ, თიხიანი ნიადაგიდან ამოტანილ წყალს კი ბევრი ნალექი აქვს. ხოსპიოს მცხოვრებლებს უნდათ, სასმელი წყლის ხაზი აბლარადან გამოიყვანონ. მათ კარგად იციან, რომ 18 000 ლარი ამას არ ეყოფა და დარჩენილი სამუშაოების შემდეგ წელიწადში დასრულებას გეგმავენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი ,,სოფლის დახმარების პროგრამას’’ მეტად ეფექტურ პროექტად მიიჩნევს.

,,სამუშაოებს თავად სოფლის მკვიდრები ატარებენ. ისინი საქმეს მთელი გულით მოეკიდებიან და ხარისხიანადაც გააკეთებენ. საკუთარ თავს თავადვე აკონტროლებენ, გარდა ამისა, მათთვის ეს პროექტი სამუშაო ადგილების გაჩენასაც ნიშნავს. პროგრამამ თავი აშკარად გაამართლა’’, - ამბობს ვაან ბატოიანი.

პროგრამის თანახმად სოფლებს თანხები შემდეგი პრინციპით უნაწილდება:

თუ სოფელში 50 მცხოვრებია, სოფელს 2 000 ლარს + ყოველ მცხოვრებზე 8.04 ლარი ერგება.
51-დან 200 მცხოვრებამდე – 4 000 ლარი + 8.04 ლარი.
201-დან 400 მკვიდრამდე – 5 000 ლარი + 8.04 ლარი.
401-დან 1 000-მდე – 8 000 ლარი + 8.04 ლარი.
1 000 და მეტი მცხოვრები – 12 000 ლარი + 8.04 ლარი.

გასულ წელს ყოველ მცხოვრებზე 8.10 ლარი ემატებოდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მთლიანი თანხა არ შეცვლილა და ის კვლავ 40 მილიონი ლარია.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

8 comments:

  1. Thanks for every other excellent post. The place else may anybody get that type of information in such a perfect means of writing?
    I've a presentation next week, and I am at the search for such information.

    my page - Party Poker Bonus Code No Deposit

    ReplyDelete
  2. It's in point of fact a nice and useful piece of info. I'm happy
    that you just shared this useful info with us. Please keep us informed like this.

    Thank you for sharing.

    Here is my blog www.meguiars.co.nz

    ReplyDelete
  3. You actually make it seem so easy with your presentation but
    I find this matter to be really something that I think
    I would never understand. It seems too complicated and very broad for me.

    I am looking forward for your next post, I'll try to get the hang of it!

    Also visit my webpage; Party Poker Bonus Code Uk

    ReplyDelete
  4. Great post. I was checking continuously this blog and I am inspired!
    Extremely helpful info specially the closing phase :
    ) I maintain such info a lot. I used to be seeking this particular info for a very
    long time. Thank you and good luck.

    Feel free to surf to my web site: http://journals.fotki.com/

    ReplyDelete
  5. Way cool! Some very valid points! I appreciate you penning this write-up
    and also the rest of the website is very good.

    Here is my site ... free bingo no deposit

    ReplyDelete
  6. I am regular reader, how are you everybody?
    This piece of writing posted at this web site is
    really pleasant.

    Feel free to visit my webpage; party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  7. continuously i used to read smaller content which also clear their motive,
    and that is also happening with this article which I am reading now.



    Review my webpage :: new no deposit poker bonus

    ReplyDelete
  8. Wow, superb weblog format! How long have you been blogging for?
    you make blogging look easy. The whole glance of your web site
    is wonderful, as smartly as the content material!

    Here is my blog - casino onlines

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი