ახალი - ,,ძველი’’ გზა თბილისამდე

15 ნოემბერი, ახალქალაქი - ,,ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში საქართველოში სამი მნიშვნელოვანი გზა აშენდა. პირველი მათგანი ქართული სამხედრო გზა იყო, რომლის გაყვანის მიზანიც კავკასიისთვის თავისუფლების წართმევა, მონობა და კოლონიზაცია იყო. მეორე გზამ როკის გვირაბში გაიარა, რომლის მიზანი და მისიაც საქართველოს ტერიტორიებს შორის საუკუნეობრივი კავშირის გაწყვეტა გახლდათ. ეს გზა კი მესამეა, ის როკის გვირაბის საპირისპიროდ, საქართველოს გაერთიანებასა და ერთ მუჭად შეკვრას მოემსახურება, გზა, რომელიც საქართველოს საბოლოო თავისუფლებისკენ წაიყვანს. გილოცავთ გზის გახსნას, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს’’, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქი-წალკა-თბილისის გზის გახსნის ცერემონიალზე (,,სამხრეთის კარიბჭე’’, #39, 2010 წლის 22 ნოემბერი).

უკვე ორი თვეა, რაც აზერბაიჯანელებით დასახლებული ქვემო ქართლისა და სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის შემაერთებელი, და საქართველოს სომხეთთან და თურქეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მიმავალი გზა რეაბილიტირებულია. თავდაპირველი ინტერესი ამ გზისკენ იყო, როგორც რაღაც ახლისა და სასარგებლოსადმი (რადგან მისი მეშვეობით თბილისამდე გაცილებით სწრაფად, სულ რაღაც 2,5 საათში შეიძლება ჩასვლა). თანდათანობით საზოგადოება მიეჩვია, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი კიდევ ერთი გზა არსებობს. თუმცა ხალხი, ვინც ამ გზით იმგზავრა, ორ ბანაკადაა გაყოფილი.


პირველი ნაწილი მოწინააღმდეგეები არიან, ვინც ამ გზით ერთხელ მგზავრობის შემდეგ, მისით მეორედ სარგებლობა აღარ მოინდომეს და ისევ ძველი, ახალციხის გავლით ხუთ საათიანი გზით სიარული ამჯობინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ წალკით მიმავალი გზა ვიწრო და უკაცრიელია, ბევრი ამ გზაზე ცუდად ხდება. არიან ისეთებიც, ვისაც ავარიებისა და გზის ჩაკეტვის ეშინია, განსაკუთრებით, მკაცრი ზამთრის დროს.

მეორე ნახევარს – მომხრეებს, არა მხოლოდ თბილისამდე გაცილებით სწრაფად, თანაც ასფალტირებული გზით ჩასვლა, არამედ მის გარშემო ბუნებაც მოეწონათ. ერთადერთი, რაც ამ გზის მომხრეებს არ მოსწონთ, ისაა, რომ ახალქალაქიდან თბილისამდე პირდაპირი მარშრუტი არ არის. თბილისში და უკანაც ან საკუთარი ავტომანქანით უნდა იმგზავრონ, ან სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მხოლოდ ქალაქ ნინოწმინდიდან. თუმცა ხალხმა გამოსავალი აქაც ნახა. ნინოწმინდა-თბილისის მარშრუტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძღოლები მუშაობენ და თუ მგზავრი სწორად მოხვდა რეისზე, დილის 9 საათზე, უკაცრიელი ნინოწმინდის ყინვაში დგომა აღარ მოუწევს.

MCG და მილიონიანი პროექტები

საქართველო, 2005 წლის 12 სექტემბერი. ფონდი  `Millennium Challenge Georgia~ (MCG) საქართველოს მთავრობასთან მრავალმილიონიან კონტრაქტს აფორმებს. ხელშეკრულების მთლიანი თანხა 295 300 000 აშშ დოლარია.

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტზე  (EIRP)  49.50 მლნ. აშშ დოლარი გამოიყო. ეს პროექტი გაზსადენის რეაბილიტაციასა და მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობამდე კვლევითი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობდა. 57.735 მლნ. აშშ დოლარიანი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი  (RID)  წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის აღდგენის ხუთ ცალკეულ პროექტს მოიცავდა. მეწარმეობის განვითრებისთვის პროექტი (GRDF)  32 მლნ. დოლარის ღირებულების იყო. აგრობიზნესის განვითარების პროექტისთვის (ADA) კი 20.2 მლნ. აშშ დოლარი გამოიყო. MCG-ის უმსხვილეს პროექტად გზების რეაბილიტაციის პროექტი  (SJRR) მიიჩნევა, რომლის მთლიანი ღირებულებაც 203 515 მლნ. აშშ დოლარია.
  
(SJRR)

თავდაპირველი კონტრაქტით, 223.90 კმ. გზის რეაბილიტაციის პროექტისთვის 102 მლნ. დოლარი გამოიყო. 2008 წლის 30 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარდა არჩევნების ორი რაუნდი და მთლიანობაში, 7.394 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების გრანტები გაიცა.

2008 წლის 20 მარტს 65 467 530.16 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოეწერა ხელი ისრაელის სამშენებლო კომპანია ,,აშტრომ ინთერნეიშენალ'' თან (Ashtrom International), , რომლის თანახმადაც, კომპანიას უნდა აღედგინა გზის მონაკვეთები ფარცხისი-გოგნარი (37.1 კმ.), გოგნარი-ნარდევანი (34.6 კმ.) და ნარდევანი-სათხა (47.8 კმ.).

2008 წლის 14 მაისს 33 100 683.20 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოეწერა ხელი სააქციო საზოგადოება ,,პაპენბურგ/ოსტაშთან''(მოგვიანებით, ,,პაპენბურგ/შავი ზღვის ჯგუფთან'') გზის შემდეგ მონაკვეთებზე: სათხა-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31.4 კმ.) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ.).

2009 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა კონტრაქტებს კომპანია `აშტრომ ინთერნეიშენალ~-თან, მთლიანი ღირებულებით 54 659 მლნ. აშშ დოლარი, გზის მონაკვეთებზე ფარცხისი-გოგნარი (37.1 კმ.) და გოგნარი-ნარდევანი (34.6 კმ.).

ამავე პერიოდში მოეწერა ხელი სს ,,პაპენბურგთან''(,,შავი ზღვის ჯგუფი'') კონტრაქტს 13.4 მლნ აშშ დოლარზე, რომელიც მოიცავდა გზის შემდეგ მონაკვეთებს: სათხა-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31.4 კმ.), ახალქალაქი-სულდა (20 კმ.) და ხერთვისი-ვარძია (დაახლოებით, 11 კმ.).

და ბოლოს იყო კონტრაქტი შპს ,,აზერინშაათსერვისთან''   (ООО Azerinsaatservice) 15.73 მლნ. აშშ დოლარზე, მონაკვეთი სულდა-ქარცახი-თურქეთის საზღვარი (დაახლოებით, 16 კმ.) - 8,4 მლნ დოლარი, თელეთი-კოდა-ასურეთი (19 კმ.), ნარდევანი-სათხა (47.8 კმ.) 35.194 მლნ დოლარის ღირებულებით და ბოლოს, ახალქალაქის შემოვლითი გზა (2.3 კმ) 4 540 972 აშშ დოლარის ღირებულებით.

2009 წლის ოქტომბრისთვის გზების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტმა სამი ცვლილება განიცადა. MCG-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მთლიანმა ღირებულებამ უკვე 203 515 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. თავდაპირველად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო 223.9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დროისთვის კი უკვე ხელმოწერილი იყო კონტრაქტები 219.2 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაციაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, დამატებით 3 კილომეტრი გზის (საღარაშენი-ფარცხისის მონაკვეთი) რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2009 წლის ზამთარში იქნა მიღებული. ამრიგად, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზის მთლიანმა სიგრძემ 222.2 კილომეტრი შეადგინა (თავდაპირველი კონტრაქტით გათვალისწინებულ 245 კმ სიგრძეზე 23 კმ-ით ნაკლები).

აღდგენითი სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
(«Economic Policy Research Center»).

 
ფინანსები და პრობლემები



თანდათანობით აშკარა გახდა, რომ 2006 წლის აპრილიდან, როდესაც კონტრაქტი ძალაში შევიდა, პროექტი შჟღღ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური წამოწყება იყო. პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 102 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, 2008 წელს MCG-მ გზების რეაბილიტაციის პროექტისთვის დამატებით 100 მლნ. დოლარი გამოყო. (კონტრაქტის მეორე შესწორება  # SJRRP-CW-04, 2009 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე).

გარკვეული დაბრკოლებები შეიქმნა ,,აშტრომ ინთერნეიშანელ''-ის მიერ, ალგეთის ნაციონალური პარკის გადაკვეთაზე გამავალი ტყეების ფართობის გამოყენებისთვის აუცილებელი ნებართვების აღების ხანგრძლივი პროცედურების გამო. საკითხი წითელ წიგნში შესული ხეების გადარგვას ეხებოდა. როგორც კომპანია ,,კოქს კონსალტინგის'' ჩატარებული წინასწარი შეფასების თანახმად გახდა ცნობილი, უნდა მოჭრილიყო 300 ხე და შემდეგ მათი აღდგენა ,,აშტრომ ინთერნეიშენალ''-ის მიერ რეაბილიტირებული გზის მონაკვეთების გასწვრივ უნდა მომხდარიყო. რეალურად კი, მოჭრილი და შესაბამისად, შემდეგ აღდგენილი ხეების რიცხვმა 30 000-ს მიაღწია, რამაც წინასწარ დაგეგმილი დაფინანსების გაზრდა აუცილებელი გახადა.

MCG-ის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში გაირკვა, რომ შორიახლოს მდებარე სოფლების მაგისტრალური წყალსადენის მილები, რომელიც გზის ქვეშ გადიოდა, დაზიანებული იყო. ამიტომაც გადაწყდა წყალსადენის გადაადგილება, რასაც ასევე დამატებითი სახსრები სჭირდებოდა. გარდა ამისა, MCG-ის ხელმძღვანელობა საუბრობს სხვა ტექნიკურ მიზეზებზეც, მაგალითად, ნიადაგის შრეების მდგომარეობაზე, რამაც ასევე გამოიწვია დაფინანსების გაზრდა.

გადაცილებული ვადები (,,აშტრომ ინთერნეიშენალ'')

2008 წლის გაზაფხულზე ,,აშტრომთან'' ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, კომპანიას უნდა ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის სამ მონაკვეთზე – ფარცხისი-გოგნარი (37.1 კმ.), გოგნარი-ნარდევანი (34.6 კმ.) და ყველაზე გრძელ მონაკვეთზე ნარდევანი-სათხა (47.8 კმ.). ,,აშტრომთან’’ კონტრაქტის ცვლილებებმა ჯამში 54 659 059 აშშ დოლარი შეადგინა. ამრიგად, 2008 წლის გაზაფხულზე ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, გზის სამი მონაკვეთის აღდგენის ღირებულებამ 65 467 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წლის აგვისტოში კი, გზის ერთი და იმავე მონაკვეთების აღდგენისთვის, მთლიანობაში, 89 853 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტებს მოეწერა ხელი. ეს ნიშნავს, რომ 2008 წლის გაზაფხულიდან 2009 წლის აგვისტომდე (ანუ დაახლოებით წელიწადნახევარში) 119.5 კმ-იანი გზის აღდგენის ღირებულება, 2008 წლის გაზაფხულის მონაცემებთან შედარებით, 24 389 მლნ დოლარით ანუ 37%-ით გაიზარდა. და ეს მოხდა მაშინ, როდესაც უკვე 2008 წელს პროექტ შჟღღ-ის ღირებულება ,,აშტრომის’’მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ ხარჯებთან შედარებით, უკვე გაზრდილი იყო. ამ უკანასკნელმა ნარდევანი-სათხას მონაკვეთზე გზის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობების მობილიზება ვერ მოახერხა.

პროექტის ხელმძღვანელობამ ,,აშტრომ ინთერნეიშენალს’’ სამი მკაცრი, დასაბუთებული შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპრაკებები ამ მონაკვეთის სხვა კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე. მოლაპარაკებები 1 ივლისს დასრულდა და აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა, თუმცა, შესაბამის ხელშეკრულებას მხოლოდ 2009 წლის 30 ივლისს მოეწერა ხელი.

ამ ფონზე, ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ დაიდო 54 659 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კორექციის შემდეგ, როდესაც 2008 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება გზის სამი მონაკვეთის, მათ შორის, ყველაზე გრძელი და რთული მონაკვეთის აღდგენაზე (რომელიც საბოლოოდ `აშტრომის~ ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა), 65 467 მლნ დოლარის ღირებულების იყო? როგორც MCG-ში განმარტეს, კონტრაქტის ღირებულება უკვე მოლაპარაკებების წარმოების დროს, დღის წესრიგის შეცვლის საფუძველზე, 74 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კონტრაქტის ღირებულება წელიწადის განმავლობაში თითქმის 15%-ით გაიზარდა, რაც ასევე დამატებით კითხვებს იწვევს. როგორც ცნობილია, შეკვეთების ცვლილების საფუძველზე MCG-ს კონტრაქტის ღირებულების გაზრდა შეუძლია მხოლოდ 10%-ის დიაპაზონში, ხოლო ამ დიაპაზონის გარეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება დამატებით შეთანხმებებს საჭიროებს.


კონტრაქტორის შეცვლა (`,,აზერინშაათსერვისი'')




2009 წლის 1 ივლისს, მოლაპარაკებების საფუძველზე, კომპანია ,,აზერინშაათსერვისმა'' ნარდევანი-სათხას 47.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი მიიღო. 31 ივლისს, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე მას მიეკუთვნა კონტრაქტი 35 194 მლნ. აშშ დოლარზე. აგვისტოში ამავე კომპანიასთან, ბიუჯეტის ცვლილების საფუძველზე, ახალქალაქის შემოვლითი გზის (2,3 კმ.) რეაბილიტაციის, 4 540 972 აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთი კონტრაქტი გაფორმდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანია ,,აზერინშაათსერვისი''  MCG-ის ახალი კონტრაქტორია, მაშინ, როდესაც, 2009 წლის ოქტომბერში ის სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე საგზაო-სამშენებლო კომპანიებს შორის უმსხვილესი იყო. 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიას, მთლიანობაში, 63 207 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტები ჰქონდა ხელმოწერილი.

კომპანია ,,აზერინშაათსერვისმა'' მთლიანობაში 85.1 კილომეტრის სიგრძის გზის რეაბილიტაცია განახორციელა და უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი თანხით. 47.8 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენისთვის 35 194 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი, ამასთან, ტენდერის გარეშე. ესაა გზის მონაკვეთი (ლოტი #4), რომელზეც თავდაპირველი კონტრაქტი ,,აშტრომ ინთერნეიშენალ''-თან იყო დადებული.

MCG-მ მიღებული გადაწყვეტილება იმ ფაქტით ახსნა, რომ კომპანია ,,აზერინშაათსერვისის'' შემოთავაზებული მუშაობის ტემპი და მოცულობა, ფასები და განაკვეთები 2009 წლის გრანტების მფლობელი სხვა კომპანიების ანალოგიურ მონაცემებთან შედარდა.
 ,,ამრიგად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მესამე მონაკვეთზე (ლოტი #4) დარჩენილი სამუშაოების ღირებულების გადაფასება, პროექტ შჟღღ-ისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის მეშვეობით ხელმოწერილ კონტრაქტებში გათვალისწინებულ ანალოგიურ თანხებსა და ტექნიკურ სირთულეებთან შედარებით'', - აცხადებდა მაშინ MCG-ის ხელმძღვანელობა.

წარმოგიდგენთ შპს ,,აზერინშაათსერვისთან'' დადებული კონტრაქტის დეტალებს, რომელზეც საუბარი იყო MCG-ის სამეთვალყურეო საბჭოს #39 სხდომაზე:

1. საავანსო ანაზღაურება შეადგენს კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 20% და გაიცემა მხოლოდ ამ თანხაზე საბანკო გარანტიისა და კონტრაქტის შესრულების გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.
2. სამშენებლო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კონტრაქტის შესრულების გარანტია, კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 20%-ის ოდენობით, დამოუკიდებლად იმისა, რომ კონტრაქტის შესრულების
გარანტიის მაქსიმალური თანხა 10%-ს შეადგენს.
3. MCG აკავებს ყოველთვიური გადახდების 10%ს, რაც კონტრაქტორს მთლიანად აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დამთავრების შემდეგ.
4. თუ სამშენებლო კომპანია მიცემულ ვადას დაარღვევს, სადამსჯელო სანქცია იქნება 10 000 დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მაქსიმალური თანხა შეიძლება იყოს არა უმცირეს კონტრაქტის ღირებულების 10%-სა. სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა ხელშეკრულება შპს ,,აზერინშაათსერვისთან'' ზემოთაღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით გარანტიების დამატებითი ცვლილებებითურთ.

სამცხე-ჯავახეთის გზების გასწვრივ მდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია




კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც  «Economic Policy Research Center»--ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა, სამცხე-ჯავახეთის გზების გასწვრივ მდებარე ტერიტორიების პრივატიზაციასთან არის დაკავშირებული. MCG-ის სამეთვალყურეო საბჭოს #35 სხდომის პროტოკოლის თანახმად:

,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეაჩერა სამცხე-ჯავახეთის გზების ზონის საზღვრებში მდებარე მიწების პრივატიზება, ზემოთ აღნიშნულ ზონაში მიწის ნაწილის პრივატიზება მაინც განხორციელდა''.  (EPRC).

ოქმის შესაბამისად, მასალები შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს პროკურატურაში გაიგზავნა.

,,პრივატიზებულ იქნა მიწის ცამეტი ნაკვეთი პროექტის მუშაობის ფართობის ტერიტორიაზე, მთლიანი ფართობით 296.8 ჰექტარი. აღნიშნული ფართობიდან მიწის 3,585 კვადრატული მეტრი პროექტ  SJRR-ში ხვდება''. (EPRC 29/05/09). (MCG).  .

საკითხის გასარკვევად  EPRC-მ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნით, მიეწოდებინათ ინფორმაცია, ვინ და როდის განახორციელა ამ მიწების პრივატიზება და კანონიერი იყო თუ არა ეს პროცესი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ ახსნა-განმარტებაში ვკითხულობთ:

`MCG-სგან მიღებული #1711, 16.12.08 წერილის თანახმად, რომელიც პროექტ შჟღღ-ის განხორციელების ტერიტორიაზე მდებარე მიწების პრივატიზაციას ეხებოდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამუშაო გამოძიება და დაადგინა, რომ 2007-2008 წლებში, ადრე დადებული საარენდო ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელმწიფო მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს რეგიონულმა სამმართველომ განახორციელა 11 ნაკვეთის, მთლიანობაში 316.97 ჰექტარი ფართობის მიწის პრივატიზება თეთრიწყაროს რაიონში’’.

დოკუმენტის თანახმად, ვის მიერ იყო მიწები პრივატიზებული, აქტუალური თემა არ გახლდათ. შეშფოთებას მშენებლობის ზონაში მოყოლილი მიწებისთვის გადასახდელი კომპენსაციის საკითხი იწვევდა.

სამუშაო სხდომაზე MჩG-ის ხელმძღვანელობამ EPღჩ-ს განუმარტა, რომ აღნიშნული ნაკვეთების პრივატიზაცია მოხდა იმ ეტაპზე, როდესაც გზის ზოგიერთი მონაკვეთი, დაფინანსების არარსებობის გამო, სარეაბილიტაციო მონაკვეთთა სიიდან ამოღებულ იქნა. დამატებითმა დაფინანსებამ კი პროექტში გზის ამ მონაკვეთების ჩასმის შესაძლებლობა შექმნა  (EPRC-ის მონიტორინგი).

,,ფინროუდი''

მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულებათა პირობების დროული შესრულების ეფექტური კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის გამო, რაც კომპანია ,,ფინროუდს'' უნდა განეხორციელებინა, დარღვევებს ჰქონდა ადგილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საკითხი, ინფორმაციის დროული მიწოდების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 2009 წლის 31 ივლისის MCG-ის სამეთვალყურეო საბჭოს #39 სხდომაზე დაისვა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი