სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. იმოქმედებს თუ არა სახელმწიფო გრანტის გაცემის შეცვლილი წესი აბიტურიენტთა არჩევანზე.

მიმდინარე წლიდან სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების სტუდენტები 70, 50 და 30-პროცენტიანი სასწავლო გრანტით აღარ დაფინანსდებიან. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებენ, ანუ მოიპოვებენ 100-პროცენტიან გრანტს. ყველა სხვა ფაკულტეტზე თანადაფინანსების წესი შენარჩუნებულია. სტუდენტებს კვლავ აქვთ შანსი მიიღონ 30, 50, 70, ან 100-პროცენტიანი დაფინანსება.


დაფინანსების წესის ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის იმ ცნობილ საჯარო გამოსვლას უკავშირდება, როცა მან პრიორიტეტებზე ისაუბრა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მკვდარ მეცნიერებებად მოიხსენია.

სახელმწიფოს გრანტის გაცემის წესის შეცვლამ აბიტურიენტების არჩევანზეც იმოქმედა. მათი უმეტესობა ცდილობს ისეთ სპეციალობებზე ჩააბაროს, რომ სახელმწიფოსგან გარკვეული დაფინასება მაინც მოიპოვოს.

პირველი საჯარო სკოლი მეთორმეტე კლასის მოსწავლე ცოტნე ლეკიშვილი სწავლის გაგრძელებას სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე აპირებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე თანადაფინანსების წესი შეიცვალა, ცოტნემ ამ სპეციალობაზე ჩაბარება გადაიფიქრა.

,,ახლა კონკრეტული ფაკულტეტი, რაზეც ჩავაბარებ, გადაწყვეტილი არ მაქვს. ალბათ იმ სპეციალობას ავირჩევ, სადაც გრანტის მოპოვების ოთხივე საფეხური იქნება'', - ამბობს ცოტნე ლეკიშვილი და ამატებს, რომ წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მიღება, მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტშია გამოცხადებული. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე კონკურსიც მაღალი იქნება, ხოლო 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება ნაკლებად შესაძლებელი.

ამავე სკოლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი გელაძე კი ამბობს, რომ ცვლილების შესახებ სასწავლო წლის დასაწყისშივე რომ სცოდნოდათ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე ჩაბარებას უფრო მეტი აბიტურიენტი გადაწყვეტდა.

,,სექტემბერში უკვე ვიცოდით, ვინ რომელ ფაკულტეტზე და რა საგანს ჩავაბარებდით. ამიტომ, ძირითად, ოთხ საგანში დავიწყეთ მომზადება'', - ამბობს გიორგი გელაძე.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო გრანტის სახით ყოველწლიურად 11 მილიონ ლარს გასცემს. ამ თანხის დაახლოებით 85 პროცენტი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების, ექიმებისა და სამართალმცოდნეების მომზადებაზე იხარჯება.

,,ეს სპეციალობები საკმაოდ პოპულარული და დასაქმებადია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით სპეციალისტების დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია'', - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის უფროსი ნიკოლოზ ახალკაცი.

მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ცვლილება დროთა განმავლობაში გაამართლებს. ამ ეტაპზე კი მოსწავლეების მხრიდან საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესება ნაკლებია.

,,მეცხრე –მეათე კლასში საკმაოდ კარგად სწავლობენ. თუმცა, ინტერესი მშემდეგ უკვე ქრება და ბავშვები მხოლოდ იმ საგნებზე არიან გადართულები, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ'', - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი მაია მექვაბიშვილი.

პირველი საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი მაკა ჯანაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ საბუნებისმეტყველო სპეციალობები უფრო პრიორიტეტული გახდება, ამ მიმართულებებზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს.

,,ძირითადად იმ სპეციალობებს ირჩევენ, რაზეც საქმდებიან. ერთი-ორი წლის შემდეგ ბავშვები უკვე მიხვდებიან, რომ ეს სპეციალობები დასაქმების კუთხით პრიორიტეტულია'', - ამბობს მაკა ჯანაშვილი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე წელს 740 ადგილია გამოცხადებული. აქედან, ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე ჩაბარება 140 აბიტურიენტს შეეძლება. გარდა ამისა, ქართული ენის პროგრამაზე სომეხ და აზერბაიჯანელ ენოვანი მსმენელებისთვის 74 ადგილია.

,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის 140 ადგილია გათვლილი, ხოლო დანარჩენი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე'', - გვიხსნის ნიკოლოზ ახალკაცი.

მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით ამ მიმართულებით მისაღები ადგილების რაოდენობა გაიზარდა: ,,წელს თითქმის ორჯერ მომატებულია განაცხადების რაოდენობა'', - აღნიშნავს ნიკოლოზ ახალკაცი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება. რამდენად წაახალისებს პრეზიდენტის ინიციატივა აბიტურიენტებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიის არჩევისას, თანადაფინანსება თუ სურვილი და გაიზრდება თუ არა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

7 comments:

  1. Good day! I just would like to give you a big thumbs up for the great information you
    have got here on this post. I'll be returning to your website for more soon.

    Also visit my web site: playtech casino

    ReplyDelete
  2. It's difficult to find knowledgeable people about this topic, however, you sound like you know what you're talking about!
    Thanks

    Here is my website: party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  3. I tend not to write a great deal of remarks, but i did some searching and wound
    up here "სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა".
    And I actually do have 2 questions for you if it's allright. Is it simply me or does it give the impression like a few of these responses come across as if they are left by brain dead visitors? :-P And, if you are posting on additional sites, I would like to follow everything fresh you have to post. Would you list of the complete urls of your shared pages like your linkedin profile, Facebook page or twitter feed?

    my weblog :: Mmgn.Com

    ReplyDelete
  4. I do consider all of the concepts you have introduced on your post.
    They're really convincing and will definitely work. Still, the posts are too quick for beginners. May just you please extend them a little from subsequent time? Thank you for the post.

    Feel free to surf to my web page; party poker bonus code existing players

    ReplyDelete
  5. Hello there! Quick question that's totally off topic. Do you know how to make your site mobile friendly? My web site looks weird when viewing from my iphone. I'm trying to
    find a template or plugin that might be able to resolve this issue.
    If you have any recommendations, please share. Appreciate it!


    My blog post ... march party poker bonus code

    ReplyDelete
  6. Every weekend i used to pay a quick visit this web site, as i wish for enjoyment, as this this site conations in fact fastidious funny data too.


    my homepage http://www.streetfire.net/

    ReplyDelete
  7. You need to take part in a contest for one of the best websites on the net.
    I am going to highly recommend this site!

    Here is my blog :: http://Maryellenzumbach395.Newsvine.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი