ცვლილებები ბიუჯეტში


ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა. რისთვის დაიხარჯება უფრო მეტი, ვიდრე ეს ბიუჯეტის დამტკიცებისას იყო გათვალისწინებული.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 66 500 ლარით გაიზარდა. ცვლილებები ბიუჯეტში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე წარმოადგინეს.

66 500 ლარიდან 2 000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვის ხარჯებისთვის გაიწერა. 7 500 ლარი იქნა დამატებული მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისთვის.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ ვერსიაში საკრებულოს ტრანსპორტის ხარჯისთვის 24 000 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო გამგეობა წლის ბოლომდე 42 000 გახარჯავდა. ჯამში, ცვლილებების შეტანის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტისთვის წარმოდგენილმა ხარჯმა 76 000 ლარი შეადგინა.

ტრანსპორტის ხარჯებისთვის ბიუჯეტში თავიდანვე სოლიდური თანხები იყო გაწერილი. ვერ ვხვდები, რატომ გახდა საჭირო მისი გაზრდა წლის დასაწყისში?! ჯერ სამი თვეც არ გასულა, თუ საჭირო გახდებოდა მე-10, მე-11 თვეში გაეზარდათ”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაკონსერვატიული პარტიისწარმომადგენელი ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიორგი გიქოშვილის განმარტებით, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას ორინივადაემატა: “ერთი ნოემბერში გადმოგვცეს და მეორეს ამ დღეებში მივიღებთ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებს, რომ ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვის ხარჯის გაზრდა მისი ინიციატივა იყო.

სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფილი გვყავს როგორც ჩემი, ასევე გამგებლის მოადგილეები. დანაშაული ის იქნება, საკმარისი საწვავი რომ არ ჩაუსხა და არც შეკეთების ხარჯები დაუფარო. 700-ლარიანი ხელფასით რომელ ერთს უნდა გაწვდნენ?! ასე მათ ხომ რაღაც ცუდი საქციელისკენ უბიძგებ?! – კითხულობს გიქოშვილი და ამატებს, რომ ისევე როგორც გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მათი მოადგილეების ტრანსპორტისთვის გათვალისწინებულ ხარჯებში შედის მანქანების რეცხვაც, - გამგებელს კიდევ ერთი მოადგილე დაემატა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ბუნებრივია, ტრანსპორტით მასაც უზრუნველვყოფთ”.

47 000 იქნა დამატებული მუნიციპალიტეტის შიდა გზების ორმული და სასურათე შეკეთებისთვის. გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ეს მუხლი სოფლის გზებსაც შეეხება.

10 000 ლარი დაემატა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სპექტაკლების დადგმის ხარჯებისთვის.

მართალია, თეატრს დღეს ყველაზე მეტად გათბობის პრობლემა აქვს, მაგრამ ასე ორი საკითხი ერთად გადავუჭერით - მეტ სპექტაკლს დადგამენ, მეტი მაყურებელი ეყოლებათ და შესაბამისად მეტ შემოსავალს მიიღებენ. მისი გამოყენება კი საწვავის ხარჯებისთვის შეეძლებათ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში თავისუფალი ნაშთი ნაცვლად 19 711 143 ლარისა წარმოდგენილი იქნა 19 777 643 ლარით.

შარშან, როცა 2012 წლის ბიუჯეტი წარმოადგინეს, დავსვი საკითხი სოციალური პროგრამების დაფინანსების შესახებ, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდებოდა უარი მითხრეს. ორი თვის შემდეგ კი ამბობენ, რომ ბიუჯეტში გარდამავალი ნაშთი ყოფილა და წლის ბოლომდე რაშიც გვინდა გავხარჯავთო, - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ სოციალური პროგრამებისთვის ხარჯის ზრდას, მიუხედავად არსებული ნაშთისა, არც ამჯერად აპირებენ, – სექტემბრიდან მთავრობა იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას და პროგრამების თანხვედრა მოხდებაო. სექტემბრამდე ცოტა დრო არაა, შეიძლებოდა ეს ბიუჯეტში შემოდგომამადე გაეწერათ”.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ რა თანხაც არ უნდა იყოს სოციალურ პაკეტში წარმოდგენილი, ის საკმარისი მაინც არასდროს იქნება.
2010 წელს სოცპაკეტი 772 000 ლარით იყო წარმოდგენილი, 2011 წელს 430 000-ით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი 477 000 ლარია ჩასმული.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment