ვაუჩერების მორიგი აქცია


სპეციალისტების თქმით, ვაუჩერების
დარიგების ნაცვლად, ჯობდა რეგიონებისთვის
დამატებითი ტექნიკა გადაეცათ. 

წინასაარჩევნო კამპანია თუ შეღავათი გლეხებისთვის; რაში დაეხმარება მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო    ვაუჩერი;

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად და სასუქის შესაძენად სახელმწიფოსგან დახმარების სახით 30-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 3 400-მდე სოფელში 800 ათასი ვაუჩერის დარიგება უკვე დაასრულა. ამისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი გამოყო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაუჩერების დარიგება ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე 13 031 სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი აქვთ მიღებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 200 კომლია. ვინც ვაუჩერი ვერ მიიღო გამგეობაში გვაკითხავს. 2 170 ვაუჩერისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამატებითი სიები წარვადგინეთ და ამ რაოდენობის ვაუჩერებს კიდევ ველოდებით”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ალექსი კოსტანიშვილი.    

ვაუჩერის გამოყენება მის მფლობელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ან სასუქის შესაძენად შეუძლიაგლეხები ამბობენ, რომ 30-ლარიანი ვაუჩერი დიდ შეღავათს არ წარმოადგენს. საწვავის, სასუქისა და სათესლე მასალის სიძვირის გამო მიწების დიდი ნაწილი წელსაც დაუმუშავებელი დარჩება.
 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები 85 წლის მიშა დეკანოიძე თავს მიწათმოქმედებით ირჩენს. 85 მეასედ მიწის ნაკვეთზე ძირითადად სიმინდი და კარტოფილი მოჰყავს.

“30 ლარის საწვავით მარტო 15 მეასედ მიწის ნაკვეთს თუ მოხნავ, დანარჩენი თანხა საიდან დავამატო?! ერთი ლიტრი საწვავი 2 ლარზე მეტი ღირს. 30-ლარიანი სოციალური დახმარებაც მომიხსნეს და მარტო პენსიის იმედად დავრჩი, - ამბობს იგი და ამატებს, რომ სახელმწიფო ტრაქტორებით ერთი მეასედი მიწის დასამუშავებლად 1,60 ლარია საჭირო, ხოლო კერძო ტრაქტორების მომსახურება 2 ლარამდე ღირს. ანუ, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება გლეხებს 160 ლარიდან – 200 ლარამდე უჯდებათ, - ამ თანხით მხოლოდ მიწის მოხვნა შეიძლება. რასაც გაზაფხულზე საწვავში და მიწის დამუშავებაში ვიხდი, შემოდგომით იმ თანხის მოსავალს ვერ ვიღებ”. 

ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე განმარტავს, რომ ნიადაგის დასათესად მოსამზადებლად, მოხვნის გარდა სხვა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი: კულტივაცია, დაფრეზვა - შედარებით მეტი თანხა ჯდება, დაახლოებით 200 ლარამდე. მაგალითად, ერთი ჰექტარი მიწა კარტოფილისთვის რომ გაამზადო, შემოდგომით უნდა მოხნა, რისთვისაც 160 ლარია საჭირო, ფრეზი 180 ლარი ღირს. სახელმწიფო ფასებით დაახლოებით 340-350 ლარამდე ჯდება. თუმცა, კერძო მექანიზატორები უფრო მეტს იღებენ”.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაუჩერის საფუძველზე სამუშაოს შესრულება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას ფლობს და რეგისტრირებულია სსიპსაჯარო რეესტრის სააგენტოში.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში 837 ტრაქტორი და 57 კომბაინია. ტექნიკა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.

სატრაქტორო პარკი გვაქვს შექმნილი, რომელიც აღნიშნული ვაუჩერების საფუძველზე შესაბამისი ფართობის მიწას უფასოდ დაამუშავებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 500 ლარის ვაუჩერის სამუშაო უკვე შესრულებულია”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სასოფლო ინვენტარი მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, რის გამოც მიწის დამუშავება უგვიანდებათ.

ჩვენ სოფელშიმთავრობის ტრაქტორებიარ არის, თუ გამოვიძახებთ, მაშინ მოვა, რიგშიც ბევრი დგას. ამიტომ, მიწას ძირითადად კერძო ტრაქტორებით ვამუშავებთ. თუმცა, არამგონია მათი მეპატრონეები ვაუჩერს ანაღდებდნენ”, - ამბობს სოფელ კლდეში მცხოვრები ციალა კაპანაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ვაუჩერის სასუქზე გადაცვლას შპსაგროგეო+” უზრუნველყოფს. სასოფლო-სამეურნეო მაღაზია ახალციხეში, სავაჭრო ცენტრალფა მარკეტისტერიტორიაზე მდებარეობს. მოსახლეობას 30 ლარის ექვივალენტის ფარგლებში ყველა სახის პროდუქციის შეძენა შეუძლია. მაღაზიაში განმარტავენ, რომ პროდუქციის შეძენა ვაუჩერისა და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე ხდება.

შემოტანილი გვაქვს 25 ტონა სასუქი და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დამავატებთ. ყველანაირი სახეობის სასუქი გვაქვს. ოთხი დღეა, რაც ვაუჩერების განაღდება დავიწყეთ. ამ დრომდე მხოლოდ 14-მა ადამიანმა მოგვაკითხა. ძირითადად მოთხოვნა სასუქზეა”, - განმარტავს შპსაგროგეო+”- ახალციხის მაღაზიის მენეჯერი მერაბ ნათენაძე.

იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ვაუჩერს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის არ გამოიყენებს ან გააჩუქებს, შეუძლია პირველი ივნისიდანლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილიალში გაანაღდოს.

2011 წელს საქართველოს მთავრობამ სამი სახის ვაუჩერი გასცა, რისთვისაც ჯამში ბიუჯეტიდან 56 429 465 ლარი გამოიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მსგავსი ღონისძიებები 2008 და 2010 წლებშიც განახორციელა. მაშინ მოსახლეობისთვის სასუქი და დიზელი გამოიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25-25 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქვეყანაში 2008 წელს საპრეზიდენტო, ხოლო 2010 წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.  

სასოფლო-სამურნეო ვაუჩერების დარიგებასაც არჩევნების მოახლოებას უკავშირებსკონსერვატიული პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. მისი თქმით, ეს საქართველოს მთავრობის კიდევ ერთ პიარ აქციას წარმოადგენს.

ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ბევრი რამე გაკეთდა, შესაბამისად, უნდა გაუმჯობესებულიყო   ცხოვრების დონე. თუ პირობები გაუმჯობესდა, რაში უნდა სჭირდებოდეს მოსახლეობას ის 30 ლარი?! გამოდის, რომ ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ხალხს დახმარება სჭირდება, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მსგავსი ერთჯერადი დახმარებები ეკონომიკურ ეფექტს არ იძლევა: ნებისმიერი ვაუჩერი, რომელიც ხელისუფლებამ დაარიგა, პირდაპირ წინსაარჩევნო პიარ აქციაზე იყო გათვლილი”.

მისივე თქმით, იმ თანხის გამოყენება, რაც სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებისთვის დაიხარჯა, სხვაგვარადაც შეიძლებოდა. თუნდაც ეს სოფლის პროგრამებს მოხმარებოდა: “რაიონში 50 ათასი მოსახლეა, დაახლოებით 12 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს 30-ლარიანი ვაუჩერი მიეცა, ჯამში 360 ათასი ლარი გამოდის. ამის თანხის ნახევრით მგონი შეიძლება რაიონში მთლიანად დაამუშავო მიწები”.

ამ აზრს გურამ ჯინჭველაძეც იზიარებს. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები საბაზრო ეკონომიკას ანგრევს და არაეფექტურია. აღნიშნული თანხით კი სოფლის მეურნეობაში ბევრად უფრო ეფექტური, გრძელვადიანი ინვესტირება შეიძლებოდა: თუნდაც ისევ ტრაქტორების დამატება. სახელმწიფო ტრაქტორები ჩვენს რეგიონში არსებული მცირე მიწებისთვის ოპტიმალური არ არის, აქ უფრო პატარა ტრაქტორები უნდა ამუშაო. ეს ტრაქტორები ხშირად ყანაში ვერც ბრუნდებიან და კარგად ვერ ასრულებენ სამუშაოს”.

სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის გარდა, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მორიგი, ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებაც. ამისთვის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობის ეს ინიციატივა ზამთრის განსაკუთრებულად მკაცრმა პირობებმა გამოიწვია.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი