ისტორიული ფაქტის პოლიტიკური მნიშვნელობა

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდიდან 95-მა წელიწადმა განვლო. სომხურ-თურქული ურთიერთობის განვითარების ერთწლიანი პროცესი კი ჩიხში შევიდა.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

სომეხთა გენოციდის შემდეგ თითქმის მთელმა საუკუნემ გაიარა. სომეხ ერს ამ ისტორიული ფაქტის დავიწყება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სანაცვლოდაც კი არ სურს.

სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებისპროცესი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროცესს სომხეთისა და თურქეთის საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აფასებდნენ. ამ მოვლენას საპროტესტო აქციები ორივე ქვეყანაში მოჰყვა. ურთიერთობათადათბობასგანსაკუთრებით უარყოფითად სომხური დიასპორა შეხვდა, რომელიც პროტოკოლების ზოგიერთ მუხლს, კერძოდ, სომეხთა 1915 წლის გენოციდთან დაკავშირებით, მიუღებლად მიიჩნევს. თუმცა შვეიცარიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებები ზუსტად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროტოკოლები სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია, თურქულ მხარეს კი ამ ხელშეკრულებებისთვის ხელი ჯერაც არ მოუწერია.

2010 წლის 22 აპრილსსომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციისპროცესი სრულიად უშედეგოდ დასრულდა.

ჩვენი აზრით, ყოველგვარი გონივრული ვადა ამოწურულია. თურქეთის მცდელობა, ნებისმიერ ფასად გადააბიჯოს 24 აპრილის თარიღს, მიუღებელია. სომხეთ-თურქეთის დიალოგის თვითმიზნად ქცევის აზრსმოკლებულ მცდელობებსაც ასევე მიუღებლად ვაფასებთ და ამ მომენტიდან ურთიერთობის ნორმალიზაციის მოცემულ ეტაპს ამოწურულად მივიჩნევთ”, - განაცხადა სომეხი ერისადმი მიმართვაში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. 

თუმცა, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სომხეთი პროცესს ჯერჯერობით არ ეთიშება და მხოლოდ პროტოკოლების რატიფიკაციის პროცედურას აჩერებს.

კიდევ არაერთი თაობა უნდა შეიცვალოს, რათა თითქმის საუკუნის წინანდელმა მოვლენებმა სომეხთა გულებში ტკივილი აღარ აღძრას. სომეხთა მასობრივი მკვლელობები XIX საუკუნეში დაიწყო და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გაგრძელდა. სომეხი ერის გენოციდის დაწყება აბდულ ჰამმიდ მეორის მმართველობის ხანას უკავშირდება.

სომეხი ერის წინააღმდეგ ბრძოლა ისტორიულ სამშობლოში მათი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის უფლების ჩამორთმევისკენ იყო მიმართული. გენოციდის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 18-დან 45 წლამდე სომეხი მამაკაცების მობილიზაცია იყო. ენვერ ფაშას სპეციალური ბრძანებით, გაწვეულთა ნაწილი ფრონტზე, დანარჩენები კი მუშა ნაწილებში დახვრიტეს. განურჩევლად ყველასმამაკაცებს, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს მხეცურად აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ფეხმძიმე ქალებს იარაღის კონდახებით სასიკვდილოდ სცემდნენ, ახალგაზრდა გოგონებს კი თურქ და გერმანელ ოფიცრებს სჩუქნიდნენ.

თურქეთის მთავრობის გენოციდის პოლიტიკა სამი ძირითადი ფორმით მიმდინარეობდა: ასიმილაცია, გაძევება და განადგურება. ეთნიკურად სომეხთა განადგურებას ყველაზე მასობრივი ხასიათი მუშაში, ერზრუმში, სებასტიაში, ბიტსილსა და ხარბერდში ჰქონდა.

1915 წლის 24 აპრილის ღამეს კონსტანტინოპოლის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები დედაქალაქის ყველაზე გამოჩენილ სომეხთა სახლებში შეიჭრნენ და დააპატიმრეს ისინი. რამდენიმე დღეში რვაასი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ექიმი, ადვოკატი, იურისტი, სწავლული, პედაგოგი, მღვდელი და ხელოვნების მოღვაწე ცენტრალურ ციხეში იქნა გაგზავნილი.

24 აპრილი ეთნიკური სომხებისთვის გლოვის დღეა. ამ დღეს კვლავ და კვლავ იმეორებენ განვლილი წლების საშინელ ისტორიას, აჩვენებენ ამ თემაზე დადგმულ ფილმებსა და თეატრალურ წარმოდგენებს; ამ დღემ პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა, სომეხი და თურქი ხალხი ყოველწლიურად უსმენს აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას და ელოდება, წარმოთქვამს თუ არა იგი სიტყვაგენოციდს”.

თურქეთს არ შეუძლია იმ ფაქტის მიღება, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ სომეხთა მკვლელობები გენოციდი იყო... დღემდე ეს სიტყვა ერთ ამერიკელ ლიდერსაც არ წარმოუთქვამს. მწამს, რომ ობამაც ასევე მოიქცევა, - აცხადებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოგანი.

ამერიკის სომეხთა კავშირმა 12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ღია წერილი გაუგზავნა და მას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებისა და 24 აპრილს, სომხების გენოციდის 95 წლისთავზე, ამ ფაქტის აღიარებისკენ მოუწოდა. წერილში ვკითხულობთ:

როგორც ჩვენს პრეზიდენტს, თქვენი მოვალეობის შესრულებისკენ მოგიწოდებთ. გთხოვთ, დაიცვათ თქვენივე რწმენა სომხების გენოციდის ფაქტთან დაკავშირებით. გვჯერა, რომ თქვენ ამერიკელი ხალხისთვის სამართლიან, ჭეშმარიტ და ღირსეულ პოლიტიკას დაიცავთ. ასევე, გვინდა გთხოვოთ, რომ 24 აპრილისთვის სიტყვის მომზადებისას გაითვალისწინოთ ჩვენი სათვისტომოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოგონებები, რომელთაც ასევე დიდი წონა აქვს ყველასთვის, ვისთვისაც ამ საშინელი დანაშაულის შედეგები სულ ერთი არ არის”.

საბოლოოდ, ობამას მიერ სიტყვა გენოციდის წარმოთქმას ან არწარმოთქმას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის 50 შტატიდან გენოციდი უკვე 42-მა შტატმა აღიარა. შარშანდელი 24 აპრილის სიტყვაში ობამამ 1915 წლის მოვლენას მასობრივი ჟლეტა უწოდა, ანუ აღიარა, როგორც პიროვნებამ, თუმცა, სიტყვა გენოციდი არ წარმოთქვა, როგორც პოლიტიკოსმა.

4 მარტს პოლიტიკური ვნებები ამ ისტორიული ფაქტის ირგვლივ კვლავ გამძაფრდა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სომეხთა გენოციდი აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ, 11 მარტს შვედეთის პარლამეტმა (რიგსტაგი) სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. თურქეთმა, პროტესტის ნიშნად, აშშ-იდან და შვედეთიდან ელჩები გაიწვია. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და შვედეთის პარლამენტის მიერ გენოციდის აღიარების ფაქტი, ერდოგანის ლოგიკით, ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრები ათასობით ეთნიკური სომეხის გაძევების საფრთხეს ქმნის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, 16 მარტს, ბრიტანული ტელეკომპანიაბი ბი სი”-ის მიერ, რიგ ქვეყანათა პარლამენტების მიერ სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: აი, ჩემს ქვეყანაში 170 ათასი სომეხი ცხოვრობს, მათგან 70 ათასი ჩემი მოქალაქეა. თუმცა დანარჩენი 100 ათასისადმიც მოთმინებას ვიჩენთ. ხვალ მე ამ 100 ათას ადამიანს ვეტყვი: დროა, თქვენს მიწას დაუბრუნდეთ. მე ამას გავაკეთებ. რატომ? რადგან ისინი ჩემი მოქალაქეები არ არიან... მე არ ვარ ვალდებული, ისინი ჩემს ქვეყანაში გავაჩერო, რადგან ჩვენს გულითად მიდგომას შესაბამისად არ აღიქვამენ და არ აფასებენ”.

თურქეთის რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანს ღია წერილით მიმართა, რომელშიც თურქეთში მცხოვრები სომეხი ემიგრანტების დეპორტაციის შესახებ მისი სამარცხვინო მუქარა დაგმო. წერილი ამ სიტყვებით იწყება: “სირცხვილი პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანს!”.

თურქეთში სულ უფრო და უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან სომხებზე სიტყვიერი თავდასხმების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს.

რეჯებ ტაიპ ერდოგანის განცხადება სომეხთა თურქეთის ტერიტორიიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯიმ კოსტამ და ადამ შიფმაც გააკრიტიკეს. მათ თქვეს, რომ პრემიერ-მინისტრის მკვეთრი განცხადება თურქეთიდან სომეხთა დეპორტაციის, როგორც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერობათა კომიტეტის მიერ გენოციდის აღიარებისათვის ერთგვარ სასჯელად გამოყენება, ანკარის მიერ გენოციდის უარყოფის პოლიტიკაში სომეხი ხალხისცოცხალ კედლადგამოყენების კიდევ ერთი მაგალითია.

და რომელი უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ინტერესი თუ ისტორიული ფაქტი, ამასმისი უდიდებულესობადრო გვიჩვენებს.